კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის სასახლეში შევიდა.
როგორც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, ისინი ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის წამოღების მიზნით მივიდნენ. ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით უნდა ყოფილიყო განთავსებული.
„მხოლოდ ერთს აქვს მცირე დაზიანება, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს, რადგან უნდა მოხდეს ფოტოფიქსაციაც. აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ დაბრუნდება თუ არა სასახლეში, “– თქვა სახვითი ხელოვნების ფონდის მცველმა ელო ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ეს ნამუშევრები კონკრეტული ვადით იყო პრეზიდენტის სასახლეში, კერძოდ, ხელშეკრულება 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე იყო დადებული.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.