დღეს, დმანისში „საყდრისის კომიტეტის“ ორგანიზებული პროექტის _ კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს წარიმართა. “დამწერლობა ქართული” და „მოხატული კერამიკა“ ქვემო ქართლის 3 მუნიციპალური ერთეულის ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის 27 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს. ქვემო ქართლში შემეცნებითი პროექტების პრეზენტირების ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტის“ წევრებმა შესთავაზეს, რომლებიც პროექტების გახორციელების ეტაპებში თანაორგანიზატორების რანგში ჩაერთვებიან. პროგრამა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტების მიერ შეიქმნა, მიზნად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი არამატარიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ქართული ანბაბის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის პოპულარიზაციას ისახავს.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტში პროგრამის მსვლელობისას, მოზარდები გაეცნენ ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს. ასევე, იმუშავეს თიხის ჭურჭლის მოხატვაზე. შემეცნებითი კურსის პრეზენტაცია სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებმა და საყდრისის კომიტეტის წევრებმა წარმართეს.