ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდულია.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ქუმსიშვილმა განაცხადა, თანამდებობის პირების ხელფასი 2021 წლისთვის ის იქნება, რაც წელსაა.
„2021 წლიდან იქნება შესაძლებელი ის, რომ მათ კოეფიციენტები აუმოქმედდეთ“, _ დასძინა მინისტრმა.