კუნძულ “ზმეინთან” რუსული ფრეგატი “ადმირალ მაკაროვი” იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Dumskaya გავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, გემს უკრაინული ნეპტუნის ტიპის რაკეტა მოხვდა. სამხედრო ხომალდზე დეპუტმა გონჩარენკომ დაწერა, რომ ის “ზღვის ღმერთმა დასაჯა”. მისი თქმით, კიდევ ერთი რუსული ხომალდი არ წავიდა იქ “სადაც საჭირო იყო”, მაგრამ “საკმარისი მიიღო”.
Dumskaya წერს, რომ სამხედრო გემის დასახმარებლად, ოკუპირებული ყირიმიდან სამაშველო გემები უკვე დაიძრნენ და შავი ზღვის ამ რაიონში რუსული სამხედრო თვითმფრინავებიც დაფრინავენ.
გენერალური შტაბის განახლებული მონაცემებით დაზუსტებულია, რომ რუსებმა 6 მაისის მდგომარეობით კიდევ ერთი გემი/ნავი დაკარგეს.
ავტორი