უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ ოკუპირებულ ზმეინის კუნძულზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა სამხრეთი ავრცელებს.
სარდლობის ინფორმაციით, 4 ერთეული საზენიტო სისტემა და 42 რუსი დამყრობელი.
,,განადგურებულია სამი რუსული საზენიტო იარაღი, საზენიტო სარაკეტო სისტემა Strela-10 და საკომუნიკაციო მანქანა – სერვერის ოთახი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობით”, – წერია განცხადებაში.