“კუნთების თამაშით სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ცდილობ წასვლას”, _ ქართული ოცნების წევრი ნინო წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკა მელიას მიერ ჯარიმის არგადახდის შესახებ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“ბევრი „მხატვრული“ პოსტი შემხვდა, ვეცდები მეც ჩავჯდე სტილისტიკაში და ისე გაგიზიაროთ ჩემი პოზიცია…
წარმოვიდგინოთ, რომ ხართ რიგითი მოქალაქე, რომელიც პარლამენტში შეჭრას ლამობდით, რის გამოც, თქვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება და სასამართლოს მიერ ყველაზე მსუბუქი შეზღუდვები განგესაზღვრათ- ელექტრო სამაჯურის ტარება, რომელსაც მოგვიანებით დემონსტრაციულად , ხალხის თვალწინ მოიხსნით და გადააგდებთ, აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ ელექტროსამაჯური ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია ქალთა მმართ ძალადობის პრევენციისთისა და უამრავ მოძალადე კაცისგან ამ მექანიზმით ვიცავთ მსხვერპლ ქალებს, ამ შენი ნაბიჯით კი სამაგალითოდ წაახალისებ ამ და ყველა სხვა ბრალდებულს არ დაიცვას კანონი, ირიბად მოუწოდებ მათ დაუმორჩილებლობისკენ!!!
თუმცა, სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებისთვის, ამ ურჩი ქცევისთვის სასამართლო გიცვლის აღკვეთი ღონისძიების სახეს და სამაჯურის ნაცვლად გირაოს გადახდას გაკისრებს.
შემდეგ კი ყველაზე ბანალურად ვითარდება პროცესი _ გადახდის დრო რომ მოდის, შენ ისევ “ქურდული მენტალიტეტის” წარმომადგენელის მსგავსად აცხადებ, რომ გირაოს არ გადაიხდი, იმიტომ, რომ ვითომ მაგარი ბიჭი ხარ, კანონს არ იცავ, ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან განსხვავებით და კუნთების თამაშით სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ცდილობ წასვლას.
გეპატიებოდა ეს შენ როგორც რიგით ადამიანს? _ წერს ნინო წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.