“ლელო საქართველოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს დევნის მსხვერპლი „ლელოს“ წევრები – ლაშა და ლერი ბოჭორიშვილები გახდნენ.
როგორც კუპრაძემ ბრიფინგზე განცხადა, ძმები ბოჭორიშვილები სამსახურიდან იმიტომ გაუშვეს, რომ ისინი ოპოზიციის ღია მხარდამჭერები იყვნენ. ლაშა და ლერი ბოჭორიშვილები ტყიბულის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტში იყვნენ დასაქმებული.
ამის პარალელურად, მათი ოჯახები ჩართული იყვნენ პარტია “ლელოს” ადგილობრივ საქმიანობაშიც.
პარტიაში ამტკიცებენ, რომ ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ რეგიონებში ოპოზიციის მომხრეების პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.