“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილსა და ტელეკომპანია ,,იმედის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
საუბარია, ტელეკომპანია ,,იმედის“ სიუჟეტზე, სადაც კუპრავა ზონდერად იყო მოხსენიებული. სიუჟეტი ეთერში 26 მაისს გავიდა.
რაც შეეხება ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო კანდიდატმა კუპრავა ზონდერად სოციალურ ქსელში მოიხსენია და დესტაბილიზაციის მოწყობაში დაადანაშაულა.
“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის განცხადებით, მხარეები ცრუობენ, რადგან, მისი თქმით, ვიდეომასალაში მონაწილე პირი, რომელიც ტელეკომპანია ,,იმედმა” გაავრცელა, თავად არ არის.
კუპრავა მხარეებს ცილისწამებაში ადანაშაულებს.