წუხელ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ქურდობა მოხდა. ჭანიეთში მცხოვრებ მ.ა-ს ოჯახში მძარცველები ფანჯრიდან შევიდნენ და სხვადასხვა სასურსათო საქონელი წაიღეს, სიგარეტის შეკვრები და 50 ლარის ოდენობის თანხა.
როგორც დაზარალებული „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, მათ შეატყობინეს ოზურგეთის პოლიციას. სამართალდამცავები ადგილზე მივიდნენ. ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები.
ჯერჯერობით, ძარცვაში ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით რაც ქურდობას გულისხმობს.