გორში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით, კომენდანტის სათის დროს მოხდა.
როგორც მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, წაღებულია პური, სურსათი და ხურდა ფული.
მისივე თქმით, დანაშაულში მხილებული პირი პოლიციამ დააკავა, რომელიც ამბობს, რომ უკვე რამდენიმე დღეა მშიერია და იძულებული გახდა მაღაზია გაექურდა. მარკეტის მეპატრონემ ამის გამო გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანს აღარ უჩივლებს.
წყარო: მთავარი არხი