შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ნ.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ნ.ა.-მ მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მცხოვრები ი.ა.-ს საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, საიდანაც მაცივარი, გაზქურა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარა.
ბრალდებული, ასევე, ფარულად დაეუფლა დაზარალებულის ეზოში არსებულ დიდი ოდენობით შავ ლითონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნ.ა. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს, ნაქურდალი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.