
როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ლანჩხუთში, სოფელ აცანაში რამდენიმე დღის წინ ოჯახებიდან ეზოს ჭიშკრები მოიპარეს. ირკვევა, რომ დაზარალებული რამდენიმე ოჯახია, რომელთაც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმართეს კიდეც სამართალდამცავებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აცანაში ჭიშკრების მოპარვასთან დაკავშირებით, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და დამნაშავეც უკვე გამოვლენილია.
„პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო მოპარული ჭიშკრები და გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა პატრონს დაუბრუნდება ჭიშკარი“, _ გვითხრეს შსს პრესსამსახურში.


































































