16 დეკემბერს კიდევ ერთი მარში დაანონსდა. ამჯერად საპროტესტო მარშს კურიერები გამართავენ.
“კურიერების” მარში მოძალადე სისტემის მიერ უსამართლოდ დაკავებული კოლეგისა და თანამოქალაქეების სოლიდარობისთვის”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, კურიერების მარში 16 დეკემბერს 12 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან დაიწყება და საქალაქო სასამართლოსთან დასრულდება.