გოგი ქავთარაძე იგონებდა:
„ბევრი კურიოზი ხდება ცხოვრებაში, მაგრამ ერთ კურიოზზე ვიტყვი.
1969 წელს თბილისიდან ბათუმის თეატრში წავედი. თქვეს, თბილისიდან ჩამოსულიაო.
მერე ეს იმერელი კაცი ქუთაისში გადავედი და იქაც – ჩამოსულიაო – თქვეს.
სოხუმში ხომ რაღა დაუშლიდათ? – ჩამოსული მერქვა.
თქვენ წარმოიდგინეთ, სოხუმიდან თბილისში ჩამოვედი და აქაც ისე მექცეოდნენ, როგორც ჩამოსულს“.