დღეს, ოზურგეთში, ერთი კილოგრამი ბალი 15 ლარი ღირდა. როგორც ქუჩაში მოსიარულე ადგილობრივი მცხოვრებლები ვარაუდობდნენ, ჯოხზე აკრული ოციოდე მარცვლის ფასის მიხედვით (ერთ ასეთ „აკინძულს“ 5 ლარად ყიდიან), ერთ კილოგრამს 20 ლარი დასჭირდება.
_ ამიტომ, სჯობს, ისევ ერთი კილოგრამი იყიდოთ 15 ლარად, _ ხუმრობდნენ გურულები და თან „რჩევებსაც“ არ იშურებდნენ:
_ კურკიანად გადაყლაპეთ, კურკიანად, არ იზარალოთ! 15 ლარის კილოგრამ ბალში გადახდა რავარია?
ზოგიც ჯეელობის ასაკს იხსენებდა, „ბაღნობაში მეზობლის ბალზე ვინ არ შეპარულა, ძამა, მარა დიდობაშიც თუ სანატრელი გაგვიხდებოდა მაი, რავა მეგონა. რა ავა, თვარა, ეზოში შეპარვას დიდი მოხერხება არ დასჭირდებაო“.