ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა.
„№59 საოლქო საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის გარდაცვალების გამო.
ბატონ ავთანდილს ჰქონდა საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება, გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით. საოცარი ადამიანური თვისებებითა და ფასეულობებით.
№59 საოლქო საარჩევნო კომისია უსამძიმრებს ავთანდილ ოსეფაიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს“,_ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ქუთაისის #59-ე საოლქო კომისია ავრცელებს.
ცნობისთვის, ავთანდილ ოსეფაიშვილი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი კვირის წინ შეიყვანეს. ის რეანიმაციაში იმყოფებოდა. მას პნევმონია და სხვა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.