მკლელობა მოხდა ქუთაისში. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსის მძღოლს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ამასთან, ვრცელდება ინფორმააცია, რომ დაჭრილია ერთი პირი, რომელიც ავტობუსში იმყოფებოდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო. დაკავებული, ჯერჯერობით, არავინაა.