ქუთაისში გარემოვაჭრემ დახლის დემონტაჟის გამო თავის ჩამოხრჩობა სცადა. აფხაზეთიდან დევნილი ჯონი დადიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მეზობლების თქმით, ოჯახს ბანკის ვალი აქვს და ერთადერთი საარსებო წყარო გარევაჭრობიდან შემოსული თანხებია.
ქუთაისის მერიამ გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები აიღო.აღნიშნულის შესახებ გარემოვაჭრეები გაფრთხილებულები იყვნენ.