რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისში კორონავირუსის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა _ 61 წლის ქალი კლინიკაში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს, მოგვიანებით კი მას კორონავირუსი დადასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული ქალი ქუთაისის ერთ-ერთ ბაზრობაზე მუშაობდა. ვირუსის გავრცელების წყარო ამ დრომდე უცნობი რჩება, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა უკვე დაადგინეს იმ 25 პირის ვინაობა, ვისაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდათ.
დაინფიცირებულ ქალთან ოჯახში 7 წევრი ცხოვრობს. მათგან ერთ-ერთი ხანდაზმულია, რის გამოც გამორიცხული არაა, რომ ოჯახი კარანტინში გადაიყვანონ.
ბაზრობაზე კი, სადაც 61 წლის ქალი მუშაობდა, ამ წუთებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.