რამდენიმე წუთის წინ “გურია ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში.
გურიის გუბერნატორის ზურა ნასარაიას ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვაბზუში მცხოვრები, 88 წლის ქალია.
ის მკურნალობას ქუთაისში გადიოდა. ქალბატონი 4 დღის წინ სასწრაფოს ბრიგადამ ცხელებით გადაიყვანა ქუთაისში
ინფიცირებულს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.