ქუთაისში, ჭონქაძის ქუჩაზე, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად მამა-შვილმა დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით მამა-შვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მამაკაცი მკურნალობას ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის, შვილი კი ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
ქუთაისში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო, ბოლო დღეებში რამდენიმე ადამიანი დაშავდა.


































































