ქუთაისში 26 მაისის ქუჩაზე საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები დააყაჩაღეს და მათი მანქანა გაიტაცეს.
ყაჩაღობა მაშინ მოხდა, როდესაც საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები სურსათის მაღაზიის ჩასარიცხი აპარატიდან თანხას იღებდნენ. მაღაზიაში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ და მათ თანხა წაართვეს, ამასთან გაიტაცეს საინკასაციო სამსახურის მანქანა.
სამართალდამცველებმა მანქანას ცხელ კვალზე მიაგნეს.
მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.