ქუთაისში, მუხრანის ტყესთან, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანა გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.
როგორც გვითხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276_ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი დაზიანება.