ქუთაისში, ფალიაშვილის 4 ნომერში მდებარე სილამაზის სალონები წუხელ გაძარცვეს.
როგორც ერთ-ერთი სალონის თანამშრომელმა ნაირა ჩარქსელიანმა პირველ არხთან განაცხადა, დილით სალონის სალაროდან 500 ლარი წაღებული დახვდა.
მისი თქმით, მძარცველებმა სამი სალონი გატეხეს, თუმცა დანარჩენ ობიექტებში თანხა ვერ იპოვეს, ინვენტარი კი არ წაუღიათ.
ადგილზე უკვე იმყოფებოდა პოლიცია. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს; მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.