ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კოვიდინფიცირებულის 44 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.
სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, მართალია, არის ახალი წყაროები, მაგრამ მასობრივი გავრცელების ფაქტი არცერთ კლასტერში არაა:
,,სამწუხაროდ დაინფიცირებულთა შორის ორი მოზარდია, ორი სხვადასხვა სკოლის მოსწავლე. ამდენად, ქუთაისში ორი სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმში გადავიდა. არ დავ კონკრეტდები, თუ რომელი სკოლებია. დიახ, კოვიდ-19 დაუდასტურდა მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს. იმერეთში სტატისტიკა ასეთია: გვყავს 370-მდე პაციენტი, ძირითადი ნაწილი იმერეთის და კერძოდ ქუთაისის მაცხოვრებელია, რა თქმა უნდა, ვიღებთ ინფიცირებულებს სხვადასხვა რეგიონებიდან. მინდა, გითხრათ, რომ ბოლო ერთი კვირაა, იმერეთში კოვიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,”- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ დღეს ბრიფინგზე.