ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა მცირე ინციდენტით დაიწყო _ „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა დეპუტატმა სხდომაზე პლაკატი _ „თავისუფლება მიშას!“, გამოფინა.
ეს აქტი „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გოჩა ჯიქიამ გააპროტესტა.
ამჟამად საკრებულოს სხდომა ამ პლაკატის ფონზე გრძელდება.
ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ დაბადების დღე მიულოცა და ბედნიერება და ჯანმრთელობა უსურვა ორ დეპუტატს _ მიხეილ თავართქილაძეს და არჩილ სიხარულიძეს.
ამჟამად სამანდატო კომისიის შესახებ ოქმს დამსწრეებს მარინა ბერიძე აცნობს _ კომისიის წევრები არიან ზვიად მამალაძე, ქეთევან სიხარულიძე და მარინა ბერიძე.
საკრებულომ 36 წევრის უფლებამოსილება ღია კენჭისყრით ცნო.
გახარიას პარტიამ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გოგი ბოლქვაძე წარადგინა, „ქართული ოცნების“ წევრმა ლაშა თოლორდავამ კი მმართველი პარტიის კანდიდატი ირაკლი კუჭავა ცენტრალური ოფისიდან მკაცრი დავალების შესაბამისად დაასახელა.
[sexy_author_bio]