“ივანიშვილი არის იზოლირებული.
მან, თავისი მიუღებელი ნაბიჯით დაიპირისპირა მთელი პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოების უდიდესი ნაწილი და დასავლეთი.
მან, თავისი ნაბიჯით ყველას გააგებინა, რომ არჩევნებს აგებს და ძალაუფლების უზურპაციით აპირებს მის შენარჩუნებას.
იზოლირებული და კუთხეში მიმწყვდეული ვირთხის მოქმედებები გაუთვლელია და მისი მხრიდან საბედისწერო შეცდომის რისკიც მაღალია.
ჩვენ უკან არ დავიხევთ – დაგვარბევს, ესეც შესაძლებლობა იქნება ივანიშვილის შემდგომი იზოლაციისკენ და ხელისუფლებიდან განდევნისკენ.
ივანიშვილის ყველა შეცდომა არის ჩვენი შესაძლებლობა, _ ამბობს “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.