ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საკანცელარიო და საოჯახო ნივთები გადაეცათ გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, იღუმენ ზაბულონ (ხუბუკელაშვილის) და მონაზონ ემილია (მიქაუტიძის) ინიციატივით.
როგორც ირკვევა, ეს შემოწირულობა ამავე მონასტრის მრევლის, ლია სერგეევას ორგანიზებით და კეთილი ადამიანების დახმარებით გაკეთდა.
მონაზონ ემილიას თქმით, საქველმოქმედო აქცია სამომავლოდაც გაგრძელდება და კიდევ არაერთ ოჯახს გაეწევა დახმარება.