სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ სამსახურში ამბობენ, რომ ცხელი ხაზის მეშვეობის მოსახლეობისგან სისტემატურად იღებენ ინფორმაციას აზიური ფაროსანას შესაძლო გავრცელების შესახებ, მიღებულ ფაქტებზე კი მყისიერი რეაგირება აქვთ.
უწყების რეგიონალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ტელეფონით გადაღებულ რამდენიმე ფოტოზე მოკვლევა დაიწყო და აღმოჩნდა, რომ მავნებელი რეგიონში მანქანას შემოჰყვა, რაც აზიური ფაროსანას გავრცელებას არ ნიშნავს.
მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.