ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული რეჟისორი საკუთარი ფილმის – „ერთხელ ჰოლივუდში“ – მიხედვით წიგნს დაწერს.
ტარანტინომ გამომცემლობა“ Harper Collin“s-თან ორწიგნიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი დაწერილი წიგნი 2021 წლის 29 აგვისტოს გამოიცემა.
ტარანტინოს თქმით, ფილმის წიგნად ქცეული ადაპტაციები პირველი ზრდასრულთა ლიტერატურა იყო, რომელიც მან 1970-იან წლებში წაიკითხა.
გარდა საკუთარ ფილმზე შექმნილი რომანისა, ტარანტინო მეორე წიგნის — „კინოვარაუდის“ – გამოქვეყნებასაც აპირებს, რომელიც არამხატვრული ტექსტია და წარმოადგენს “1970-იანი წლების ფილმების ღრმა განხილვას ესეებში, რეცენზიებსა და პირად წერილებში”. მასში ასევე თავმოყრილი იქნება “კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი რეჟისორისა და გულშემატკივრის ვარაუდები და სიუჟეტების ალტერნატიული ვარიაციები”.
[sexy_author_bio]