“ქვეყანა ერთი კაცის მიერაა მართული!” _ ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში დღეს განვითარებულ მოვლენებს.
“უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი! ამ ქვეყანას ასე განვითარება არ უწერია! ხალხო, მომავალში გაიხედეთ, მომავალზე ილაპარაკეთ, თქვენს შვილებზე იფიქრეთ! შვილებს დემოკრატიისა და თავისუფლების გარეშე მომავალი არ აქვთ!!!” _ წერს ხაზარაძე ფეისბუქზე.