დავით უსუფაშვილი მზად არის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს.
“შენების მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ შექმილ ვითარებაში მნიშვნელოვანია ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეთანხმდეს და პლატფორმის გარშემო გაერთიანდეს, თუმცა, თუ ეს ვერ შეძლებს, უსუფაშვილი მზად არის საპრეზიდენტო კანდიდატად კენჭი იყაროს.
საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში ტარდება. საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე წელს ქვეყნის მეთაურის არჩევა პირდაპირი წესით ბოლოჯერ იქნება შესაძლებელი.
„მე მივიღებ მონაწილეობას ამ პროცესში, 15 აგვისტომდე ჩამოვყალიბდებით – ჩვენ საარჩევნო პროცესში წავალთ ისე, როგორც დავიწყებთ, თუ მოხდება გაერთიანება სხვა კანდიდატებთან.
იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს გაერთიანება პლატფორმის გარშემო ქვეყანას თავიდან უნდა ავაცილოთ, ერთის მხრივ, ოცნებური სტაგნაცია და მეორეს მხრივ, ნაციონალური რევანში“,- განაცხადა უსუფაშვილმა.