დედაქალაქსა და რეგიონებში სასაფლაოებს სამართალდამცველები აკონტროლებენ. 17 აპრილს როგორც რეგიონების, ასევე, თბილისის 56-ვე მუნიციპალური სასაფლაო ათი დღით დაიკეტა. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
საქართველოში კორონავირუსი 394 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 93 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.