ჩაროზი “ჯუნჯუკი”, ანუ “სუძუკო” კვიპროსული ჩურჩხელაა, რომელსაც, დაახლოებით, ისევე ამზადებენ, როგორც ჩვენში.
თუმცა, იმის გამო, რომ კვიპროსულად მომზადებული ყურძნის თათარა გაცილებით თხელია, “ჯუნჯუკს” მასში 9-ჯერ ავლებენ.
ჩაროზის გულად კი ძირითადად ნუშს იყენებენ, რომელიც კვიპროსზე კარგად ხარობს. რადგან კვიპროსული “ჩურჩხელა” გრძელია, მას მცირე ნაჭრებად ჭრიან.