ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე კიდევ 40 ონლაინ კლინიკა დაიწყებს ფუნქციონირებას.
„რაც შეეხება ამბულატორიული ქსელის მობილიზებას, დღეს მთავარი აქცენტი ამ მიმართულებით კეთდება. კვირის ბოლომდე კიდევ 40 ონლაინ კლინიკა დაემატება, ამდენად, მოსახლეობისთვის ოჯახის ექიმთან დაკავშირება იოლი იქნება“, – აღნიშნა გაბუნიამ.