“კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, „სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც არიან ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა“.
„არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით აღარ გავაკეთებ შეფასებებს. ბევრი საუბარი იყო ამაზე. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება. სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ასევე არიან ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.