კვირის ბოლოს საქართველოში ვაქცინა შემოვა _ პირველ ეტაპზე ეს იქნება AstraZeneca-ს ვაქცინა, _ ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები Pfizer-ის დოზების დაჩქარებული შემოტანის შესახებ.
„ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეული იქნა შეთანხმება AstraZeneca-ს ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე. მოწოდებული იქნება დათქმული დოზა – 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია COVID-ის ვაქცინაციის საბჭოს მხრიდან. შემდეგი არის Pfizer-ის ვაქცინა. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ Pfizer-ის ვაქცინის დაჩქარება მოხდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.