1. არასოდეს წამოიწყოთ არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე შაბათს ან სამშაბათს. შაბათი სატურნის დღეა, ამიტომ ამ დღეს დაწყებული ბიზნესი ან საქმიანი ურთიერთობა ხშირად ხდება დავისა და გაურკვევლობის საგანი. ხოლო სამშაბათი, რომელსაც პლანეტა მარსი განაგებს, ასევე სავსეა კონფლიქტების ალბათობით და დაუფიქრებელი, იმპულსური საქციელისკენ მიდრეკილებას აძლიერებს ჩვენში.
2. სავსემთვარეობისას დღე პასიურად გაატარეთ. ამ დღეს უძლიერესი კოსმიური ენერგეტიკა აქტიურდება, რომელიც ხშირად ნეგატიურად მოქმედებს ადამიანებზე (განსაკუთრებით, ქალებზე). არ დაგეგმოთ ქირურგიული ოპერაციები, მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები.
3. მნიშვნელოვანი საქმეები ზრდადი (ვსებადი) მთვარის ფაზებზე დაიწყეთ. მათ შორის – დიეტაც, ვარჯიშიც, მავნე ჩვევებთან ბრძოლაც. სასურველია, ამ დღეს წამოიწყოთ ფინანსური გარიგეგები, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და ა.შ.
4. საუკეთესო დრო წელიწადის მანძილზე მნიშვნელოვანი წამოწყებების, გარიგებების დასადებად არის პერიოდი, როცა მზე და მთვარე ეგზალტაციაში იმყოფება. ეს ხდება დაახლოებით შუა გაზაფხულზე – მაშინ, როცა მზე ვერძის, მთვარე კი კუროს ზოდიაქოს საწყის გრადუსებს გადის.