ისრაელში რაკეფეტის მღვიმეში ქვის ხანის ჭურჭელი აღმოაჩინეს, რომელიც, მეცნიერების თქმით, ლუდის მოსახარშად გამოიყენებოდა.
აღმოჩენის ადგილზე 10-13 000 წლის წინ, ე.წ. ნატუფიიცები ცხოვრობდნენ. მათ ქვის იარაღების დამზადების ხელობა კარგად ჰქონდათ ათვისებული. მეცნიერები ამბობენ, რომ ნატუფიიცები ლუდს დასაფლავების რიტუალებისთვის გამოიყენებდნენ.
ლუდის მომზადების რეცეპტი, მართალია, დღევანდელისგან განსხვავდება, მაგრამ სასმელის მიღების პრინციპი იგივეა.