თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევები და თათრების მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა.
მისი თქმით, თურქეთი ისევე უჭერს მხარს უკრაინას ყირიმის საკითხში, როგორც მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის მცდელობებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის მისაღწევად.
ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ყირიმის საკითხის მოგვარებაში.
მან აღნიშნა, რომ ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში ასრულებს მნიშვნელოვან ამოცანას მისიის მთავარი დამკვირვებლის, ელჩ ჰალიტ ჩევიკის ხელმძღვანელობით.
ცნობისთვის, ვითარება რუსეთსა და უკრაინას შორის 2014 წლიდან დაიძაბა.
თურქეთმა და გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია უკანონოდ მიიჩნიეს.
უკრაინა ასევე ადანაშაულებს რუსეთს სეპარატისტულ ძალადობაში აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთთან საზღვრის მახლობლად.





























































