12 ნოემბერს პნევმონიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება, პოტენციურად საშიში დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზიც ვირუსები ან ბაქტერიებია, პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ ვაქცინას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, პნევმონია ერთ-ერთი გადასაჭრელი პრობლემაა. ინფექციის შედეგად ყოველ 20 წამში 1 ბავშვი იღუპება. ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფს ღარიბი მოსახლეობა წარმოადგენს.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია და სხვა ზომების მიღება ამცირებს დაავადების ტვირთს, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.
FRANCE 24-ის ინფორმაციით, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის და ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ მიერ ჩატარებულ კვლევის თანახმად, 2030 წლისთვის პნევმონიის შედეგად, 5 წლამდე ასაკის 11 მილიონი ბავშვის დაღუპვაა მოსალოდნელი.
როგორც ცნობილია, 2016 წელს პნევმონიით 2 წლამდე ასაკის 880 000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა.