რესტორნის საკვები უფრო მეტ კალორიას შეიცავს და უფრო მეტად არაჯანსაღია, ვიდრე სწრაფი კვების ობიექტი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ჯანდაცვის ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მკვლევარებმა დიდ ბრიტანეთში 21 რესტორნისა და სწრაფი კვების 6 ობიექტის მენიუებიდან 13 500 საკვები შეისწავლეს.
როგორც ცნობილია, კვლევა დესერტისა და სასმელის გარეშე ჩატარდა.
ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, საკვებში კალორიების რაოდენობა 600 არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა, კვლევის შედეგად, რესტორნებში 1033, სწრაფი კვების ობიექტის საკვებში კი 751 კალორია აღმოჩნდა.
KFC-ში 987 კალორია, ხოლო Burger King, McDonald’s და Subway-ში დაახლოებით 700 კალორია აღმოჩნდა, რაც შეეხება რესტორნებში მსგავსი საკვების შესწავლას, მკვლევარებმა 1000-ზე მეტი კალორია აღმოაჩინეს.
ექსპერტების თქმით, შესაძლოა განსხვავება ინდეგრიენტების განსხვავებული მეთოდებით მომზადებამ ახსნას, თუმცა, კვების მრეწველობას ცვლილებები სჭირდება.