დღეში 5 საათზე მეტხანს სოციალურ ქსელებს 14 წლის ასაკის გოგონების 43.1%, ხოლო ბიჭების 21.9% იყენებს. იმ მოზარდებს, კი ვინც ინტერნეტს 3 საათზე მეტ დროს უთმობს, დეპრესიის სომპტომები მომატებული აქვთ. აღნიშნულის შესახებ CNN კვლევაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, კვლევის ჩასატარებლად დიდ ბრიტანეთში 14 წლის ასაკის 10 904 მოზარდის მონაცემები შეისწავლეს.
როგორც კვლევის მიხედვით დადგინდა, დეპრესიის სიმპტომები კი, როგორიცაა უბედურების, მოუსვენრობის და სიმარტოვის განცდა, უფრო მეტად გოგონებს უვითარდებათ, ვიდრე ბიჭებს.
თუმცა, დასკვნა ჯერ ვერ ამტკიცებს სოციალური ქსელების ხანგრძლივმა მოხმარებამ გამოიწვია დეპრესიული სიმპტომები, თუ პირიქით.