ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით ოზურგეთის საბავშვო ბაღებში ბავშვების საკვები პროდუქტებით მოწამვლა გამოირიცხა! თემის სიმწვავიდან და აქტუალობიდან გამომდინარე ვეხმაურებით ოზურგეთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების საკვებით ინტოქსიკაციის საკითხს. ვაქვეყნებთ ოფიციალურ დოკუმენტებს, რომლებითაც დასტურდება, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვების მოწამვლა კვების პროდუქტებს არ გამოუწვევია, რაზეც აპელირებდა ზოგიერთი მედიასაშუალება და რამაც აღსაზრდელების მშობლებისა და საზოგადოების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა კვების ყველა პროდუქტს, ინვენტარს და წყალს, წყალზე ორგზის ანალიზმა აჩვენა, რომ ის არ გამოიწვევდა მოწამვლას, მინდინარეობს მესამე დამატებითი კვლევაც. გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება, რომ ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი კანონმდებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, შედის. წყალზე კვლავ მიმდინარეობს ფართო სპექტრით კვლევა“, _ ნათქვამია ოზურგეთის მერიის განცხადებაში, რომელიც ახლახან მოგვაწოდეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved