ლანჩხუთელ მასწავლებელზე ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი სასამართლომ 4 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
სასამართლო პროცესზე პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების სახით სწორედ 4 000 ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ პედაგოგს თავს 5 მაისს დაესხნენ. რუსული კანონის გაპროტესტების გამო, მისი დაშინება, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების მძღოლს, კობა ფიფიაშვილს, დაავალა.