გასული წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს GlobalTeacherPrize 50 ფინალისტთა შორისაა.
ლადო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგია, პარალელურად კი მცირე საოჯახო სახლის მენეჯერია, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.
ლადოს მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს და ხელი შეუწყაოს მათ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, საკუთარი იდეებისა და ინიციატივების განხორციელება. ლადო მასწავლებელი სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას.