“მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია“, _ ეს გზავნილი სოციალურ ქსელში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტმა ლადო აფხაზავამ წუხელ, გვიან ღამით გამოაქვეყნა.
მსოფილიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელებული გურული მასწავლებელი უკვე დუბაიშია და ფინალს ელოდება:
“მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ, დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს.
მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია”, _ წერს აფხაზავა.
„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ დღეს უნდა გამოვლინდეს. პრიზი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში განალთების მინისტრიც იმყოფება.