რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის პირველი რაიონის მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს.
ისინი გზაზე იმ მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებდნენ, რომლებიც კარიერიდან ინერტულ მასალას ეზიდებიან.
დაბა ლაითურის დეპუტატის გია ჩაგანავას თქმით, ამ დროისტვის გზა გახსნილია.
_ ვცდილობთ, ალტერნატიული გზის მოძებნას, _ აღნიშნავს ის.