ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში _ ბიზნესმენ იგორ ასკაროვს თავს დაესხნენ.
როგორც გვითხრეს ბიზნესმენი დააბეს და სცემეს.
“გურია ნიუსის” გადამღები ჯგუფი ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება, თუმცა, შიგნით შესვლას ვერ ვახერხებთ, რადგან საგამოძოებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სამართალდამცავების თქმით, დაზარალებული არ საუბრობს და ადვოკატს ელოდება.
ამ ეტაპზე უცნობია რა არის სახლიდან წაღებული.