მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის შედეგები და შესრულებული სამუშაოები შეაჯამეს. საპილოტო პროექტის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას შეხვედრაზე საპილოტო არეალზე განხორციელებული აქტივობები გააცნეს და სტატისტიკური მონაცემები განიხილეს. პროექტის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, სოფელ ლახამულას საპილოტო არეალზე 722 მიწის ნაკვეთია იდენტიფიცირებული, რომელთაგან უკვე რეგისტრირებულია – 450.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლახამულა ერთ-ერთია იმ 12დასახლებიდან, რომლებშიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს. საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება დადარეგისტრირდება კერძო,სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწისნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები,რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშეშეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება. (R)